საქმეში საქართველოს საკონსულო ჩაერთო. გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.
ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვდნენ.
აშშ-ში 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი მოკლეს. ქალაქ ლუისვილის პოლიცია ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს.
შემთხვევა ლუისვილის ერთერთ საცხოვრებელს სახლში მოხდა, სადაც პოლიციამ ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მეორე გარდაცვლილი 31 წლის ჯოშუა რეისია, რომელსაც აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა.
ნიუპოსტი

