უცნობი ერდოღანს სცენაზე ჩაეხუტა

უცნობი ერდოღანს სცენაზე ჩაეხუტათურქეთში კაცი დაცვის სამსახურს ხელიდან გაუსხლტა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისკენ ჩასახუტებლად გაიქცა.

ერდოღანი ქალაქ შირნაკში, თავისი პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე იყო. რაღაც მომენტში, მისკენ კაცი გამოიქცა და ხელები მხრებში ჩასჭიდა. პრეზიდენტსა და დაცვის წევრებსაც ეგონათ, რომ ეს ერდოღანზე თავდასხმა იყო, თუმცა მოგვიანებით დაადგინეს, რომ კაცს ხუსეინ დემირჯანი ჰქვია და მას ერდოღანის ჩახუტება სურდა.

იმედინიუსი