პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.
ნიუპოსტი

