სერიალ ”სამშობლოს” მე-7 სეზონის მთავარი გმირი კვლავ ქერი მეტისონი იქნება – ტრეილერის ვიდეო

სერიალ ”სამშობლოს” მე-7 სეზონის მთავარი გმირი კვლავ ქერი მეტისონი იქნება - ტრეილერის ვიდეოსერიალ ” სამშობლოს” ახალი სეზონის ტრეილერი გამოვიდა. საუბარია მეშვიდე სეზონზე, რომელიც 2018 წლის 12 თებერვალს გამოვა. ამის შესახებ variety წერს.

პრომოდან ჩანს, რომ სერიალის მთავარი გმირი კვლავ ქერი მეტისონია, რომლის როლსაც „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ მრავალგზის გამარჯვებული ქლერ დეინსი ასრულებს. სერიალის მეექვსე სეზონი ტრაგიკულად დასრულდა კიდევ ერთი მთავარი გმირისთვის.

რუპერ ფრენდის გმირი, პიტერ ქუინი პრეზიდენტ კინის მიმართ განხორციელებულ ტერაქტს  შეეწირა. გასული სეზონის სიუჟეტის მიხედვით, პრეზიდენტმა კინმა საკუთარი გარემოცვის 200-მდე წევრის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამჯერად ქერის მთავარი ამოცანაა, დაამტკიცოს მათი უდანაშაულობა.

​სერიალის ძირითად სამსახიობო გუნდს, მეშვიდე სეზონში კოსტა რონინი, მორგან სპექტორი, სინდრინ ჰოლტი და დილან ბეიკერი უერთდებიან.

იმედინიუსი