ცოტა ხნის წინ თავისუფლების მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
დაჭრილი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. დირექტორის განცხადებით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა.
– არ ვიცი, ვინ დაჭრა, ვერ გეტყვით, იყო აბსოლუტურად უკონფლიქტო და მშვიდი და კარგი ბავშვი და ისიც არ ვიცი, როგორ არის, – განაცხადა მაია მიქაძემ.
დირექტორის თქმით, მას სამართალდამცავები დაუკავშირდნენ და ახლა ინგოროყვას კლინიკაში მიდის, სადაც მოსწავლეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმის თქმით, მოზარდს 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდისა და წელის არეში.
15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ნიუპოსტი

