მომღერალი სოფო ტოროშელიძე გერმანულ “Voice” -ში ქართველი კონკურსანტის ნათია თოდუას გამარჯვებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:
“ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს ! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის !!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს ფაქტორში ფაქტია არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი !!! ასე რომ ვულოცავ მთელი გულით ყველას !!!”, – წერს ტოროშელიძე.
შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა 2014 წელს ქართულ X-ფაქტორში მონაწილეობას იღებდა. შესარჩევ ტურზე ტოროშელიძემ მას არა უთხრა და აღნიშნა, რომ მისი ნამღერი ხელოვნური მოეჩვენა.
ნიუპოსტი

