Youtube-დან ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი ქართული არხი, რომელზეც 1.100-მდე ჩანაწერია ატვირთული, შეიძლება წაიშალოს. ამის მიზეზი კი ირაკლი ჩარკვიანის ცოლის ქეთათო პოპიაშვილის საჩივარია, რომლითაც მან Youtube-ს მიმართა.
ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის არხი Youtube-ზე ჯაბა შავიშვილმა 6 წლის წინ გააკეთა. სიმღერებს შორის ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაც არის, რომლის საავტორო უფლებებსაც ქეთათო ფლობს. სწორედ საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიმართა ქეთათომ Youtube-ს, რათა წაშალოს შავიშვილის არხი მისი ქსელიდან.
ჯაბა შავიშვილმა ამ ამბის შესახებ პოსტიც გამოაქვეყნა facebook-ზე, სადაც წერს, რომ თუ ოთხშაბათისთვის ქეთათო Youtube-დან საჩივარს უკან არ გამოითხოვს, ქსელი წაშლის 1.100-ზე მეტ ქართულ კომპოზიციას და ისინი ხელმიუწვდომელი იქნება ადამიანებისთვის.
თავად ქეთათო პოპიაშვილი ამ საკითხზე ამბობს, რომ კეთდება მისი და ირაკლი ჩარკვიანის ოფიციალური Youtube-არხი – MepeKetato Official, სადაც განთავსდება ყველა მასალა, რომელიც ცნობილ ირაკლი ჩარკვიანს ეკუთვნის. რაც შეეხება ჩარკვიანის შემოქმედების სხვა არხებზე განთავსებას, მხოლოდ ქეთათოს თანხმობის შემდეგე უნდა განთავსდეს. ქეთათომ ამის შესახებ facebook-ზე დაწერა.
“ყველას შეუძლია გაეცნოს იუთუბის ინსტრუქციას ვიდეომასალის ატვირთვის წინ, ასევე საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ბერნის კონვენციას, საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულებას და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.”
იმედინიუსი

