გუშინ გამართულ კატალონიის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე პარტიებმა ხმების 48% დააგროვეს, პრომადრიდულმა მოქალაქეთა პარტიამ კი 37%, თუმცა ეს უკანასკნელი არსებითი კოალიციის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს.
– არჩევნებში გაიმარჯვა კატალონიის რესპუბლიკამ, რაც სახეში სილის გაწვნაა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოგვისმინონ, – განაცხადა ბრიუსელში მყოფმა კარლეს პუჩდემონმა, რომელიც ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეა.
ექსპერტების მოსაზრებით, არჩევნებში გამოყოფის მომხრეების პარტიების გამარჯვება შესაძლოა, დიდი დარტყმა იყოს მარიანო რახოის მთავრობისთვის. ეს უკანასკნელი იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებით დამოუკიდებლობის მოძრაობას წერტილი დაესმებოდა. ასეთი შედეგი ვერ დაასრულებს პოლიტიკურ კრიზისს ესპანეთში, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დაიწყო.
ინტერპრესნიუსი

