გერმანული Voice-ის 2017 წლის გამარჯვებული ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა გახდა.
ფინალში ქართველმა კონკურსანტმა ოთხი სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი თავის მწვრთნელ, სამუ ჰაბერთან ერთად.
ნათია თოდუამ ფინალში ხმების 50,1% დააგროვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი – 25.45%.
ნათია თოდუა ქართველი მაყურებლისთვის არ არის უცხო, ის რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას იღებდა რუსთავი 2-ის პროექტში იქს ფაქტორი.

