მეგან მარკლი დედოფალსა და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს შეუერთდება შობის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელიც სანდრინჰემის სასახლეში გაიმართება. ამ ინფორმაციას კენსინგტონის სასახლე ავრცელებს.
მეგან მარკლი და მისი საქმრო პრინცი ჰარი სამეფო გვარის სხვა წარმომადგენლებთან ერთად წარდგებიან საზოგადოების წინაშე ნორფოლკში საშობაო მსახურებაზე.
ბუკინჰემის სასახლემ განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედ II და მისი ოჯახის წევრები 25 დეკემბერს საშობაო მსახურებას წმინდა მაგდალინას ეკლესიაში დაესწრებიან.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კანადის ქალაქ ტორონტოში სახლი, რომელიც მეგან მარკლს ჰქონდა იჯარით აღებული სერიალ “ფორს-მაჟორის” გადაღებებში მონაწილეობის დროს, 1,4 მილიონ დოლარად იყიდება. აღსანიშნავია, რომ ის მოდის ჟურნალის რედაქტორსა და სტილისტს ელისაბედ კებრალს და მის მეუღლე კევინ ო,ნილს ეკუთვნის. მათ სახლი 2007 წელს 508 ათას დოლარად შეიძინეს.
სახლის ინტერიერი “კალიფორნიული ბუნგალოს” სტილშია შესრულებული. ის მეგანს სამშობლოს აგონებდა. მსახიობი ლოს-ანჯელესში დაიბადა და გაიზარდა.

