ხულოში მე-12 კლასელმა თავი მოიკლა

ხულოში მე-12 კლასელმა თავი მოიკლახულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა.

“პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.