გორში ეძებენ კაცს, რომელმაც სადარბაზოში ქალი სცემა

გორში ეძებენ კაცს, რომელმაც სადარბაზოში ქალი სცემაგორში სამართალდამცველები ქალის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ქალს მამაკაცი სადარბაზოში დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.