ელისო ბოლქვაძე პირველი ქართველი მშვიდობის არტისტი გახდა და გაერთიანებული ერების სასახლეში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე დაუვიწყარი კონცერტი გამართა, რასაც ანჯელინა ჯოლის ამაღელვებელი სიტყვით გამოსვლა მოჰყვა.
ღონისძიება ვიერა დე მელოს, დიდი ბრიტანეთის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ეძღვნებოდა, რომელიც 2003 წელს ერაყში მშვიდობის იდეას შეეწირა.
ღონისძიება, რომელშიც ელისოსა და ანჯელინას გარდა სხვა არაერთი ადამიანი იყო ჩართული, სწორედ ამ მთავარი იდეის – დღევანდელ სამყაროში მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობის – ირგვლივ ტრიალებდა. რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი სამყაროსთვის თუნდაც სულ მცირედი სიმშვიდის მოპოვება.
ნიუპოსტი

