დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული თავის ტრავმით ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე, ან უამისოდ.
პირველი

