დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში 6 ქალი ადანაშაულებს – “ის შიშველი დადიოდა და ფეხის მასაჟს მთხოვდა”

დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში 6 ქალი ადანაშაულებს - "ის შიშველი დადიოდა და ფეხის მასაჟს მთხოვდა"ჰოლივუდის ვარსკვლავი დასტინ ჰოფმანი სექსუალურ შევიწროებაში ისევ დაადანაშაულეს. მის წინააღმდეგ კიდევ 2 ქალი გამოვიდა. მათი მტკიცებით, ინციდენტებს ადგილი 30 წლის წინ ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ მსახიობი მის წინაშე შიშველი დადიოდა და ფეხის მასაჟის გაკეთებას სთხოვდა.  ბრალდების ავტორი მაშინ 16 წლის იყო.

მსახიობის ადვოკატი ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

ბოლო შემთხვევის ჩათვლით, დასტინ ჰოფმანს  სექსუალურ შევიწროებაში 6 ქალი ადანაშაულებს. მსახიობმა  ბოდიში მხოლოდ ერთს, ანა გრეჰამ ჰანტერს მოუხადა.

ჰოლივუდში სექს-სკანდალი, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინის გამოაშკარავების შემდეგ აგორდა.

იმედინიუსი