ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ განაცხადა, რომ ის ნებისმიერი მიზეზით აღარ გაშიშვლდება. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა ავრცელებს.
ვიქტორის სიქრეთსის ანგელოზმა ინფორმაცია ინსტაგრამში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ გადახედა საკუთარ დამოკიდებულებას იმის მიმართ, თუ როგორ წარმოჩინდება ქალის სხეული მასობრივ კულტურაში და აღნიშნა, რომ მას მობეზრდა ის, რომ ქალებს აიძულებენ, გარკვეული სახით წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
ამის მიზეზი გახდა შეთავაზება მოდელისთვის, მონაწილეობა მიეღო “სექსუალური ვიდეოს” გადაღებაში. ადრიანა ლიმამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, სერიოზული მიზეზის გარეშე აღარ გაიხადოს.

