ჭდე: ემიგრანტი

,,მე ოჯახისთვის უცხოეთში ვწვალობ, ჩემი რძალი კი იმაზე ფიქრობს, ქერად როგორ იქცეს”

,,მე ოჯახისთვის უცხოეთში ვწვალობ, ჩემი რძალი კი იმაზე ფიქრობს, ქერად როგორ იქცეს"

,,სარკე” ქალებს ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, სანამ საქართველოს დავტოვებთ და თვითმფრინავში ჩავსხდებით. ვინც ჯერ კიდევ არ წამოსულა ემიგრაციაში, ვურჩევ, დაჯდეს და კარგად დაფიქრდეს, რისთვის სურს წასვლა. აიღოს ფურცელი, კალამი და ჩამოწეროს, რისი გაკეთება უნდა. რა თქმა უნდა, ყველა პუნქტში ისეთი რამ უნდა ჩაწეროს, რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და არავითარი სხვა რამ! მერე […]

ემიგრანტის წერილი: ,,10 ევროს და ხურდებს დავხედე და მწარედ გამეღიმა, ამისთვის ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დავკარგე”

,,დაქალმა წამაქეზა, ოჯახი დამენგრია, თვითონ კი სადისტ ქმარს ვერ ელევა"

სოციალურ ქსელში, ემიგრანტების ჯგუფებში ქართველი ემიგრანტი ქალის,  გვარად იოსებაშვილის წერილი ვრცელდება, რაც ბევრი ემიგრანტის საერთო სატკივარი აღმოჩნდა.,, ,,მორჩა! ახლა ხელფასს რომ ავიღებ, ყოველ თვეში 100 ევროს გადავდებ, რომ მალე წავიდე… ასე ვიმეორებ უკვე 12 წელია და ახლა საფულეში ზუსტად 10  ევრო და რაღაც ხურდები მიყრია… არასოდეს დამითვლია ხელფასი… იმდენად უღიმღამოა ეს პროცესი ჩემთვის… თითქოს მივეჩვიე, […]

,,საკუჭნაოში მომათავსეს, უნდა მოვეკალი, არ ვიცი, როგორ გადავრჩი” – ემიგრანტის უმძიმესი ამბავი

,,საკუჭნაოში მომათავსეს, უნდა მოვეკალი, არ ვიცი, როგორ გადავრჩი" - ემიგრანტის უმძიმესი ამბავი

,,დამირეკეს, რომ იყო დიპლომატების ოჯახი. 41 წლის ქალი ვარ და ასეთი გიჟი ცხოვრებაში არ მინახავს. ვიცოდი, რომ უნდა მოვეკალი. დეტალებს რომ ვიხსენებ, არ ვიცი… არ ვიცი, როგორ გადავრჩი, თავი როგორ გადავირჩინე… საკუჭნაოში მომათავსეს…” – ყვება ქალი, რომელმაც ბელგიაში ჯოჯოხეთი გაიარა. თუ რა მოხდა, ამის შესახებ ანნა ბალამწარაშვილმა დაწერა: ,,საშინელი საღამო იყო დღეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ […]

,,ვაიმე, ეს რა ცუდი დღე გათენდა და რა ცუდი ამბავი გავიგე” – საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

,,ვაიმე, ეს რა ცუდი დღე გათენდა და რა ცუდი ამბავი გავიგე" - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ნათია სალაძე საბერძნეთიდან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ათენში გიორგი კიკვიძე გარდაიცვალა. ,,ვაიმე, ეს რა ცუდი დღე გათენდა და რა ცუდი ამბავი გავიგე, გიო, არადა კვირას გნახე, ყველაზე უწყინარო და უპატიოსნესო ადამიანო, ყველაზე კეთილო. არ ვიცი, რა ვთქვა, მეგობარო. ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს საოცრად კარგი კეთილი ადამიანი დააკლდები სამშობლოს და ათენის ემიგრაციას, ძამია, შენი სახით. […]

,,მომიკითხე მონატრებული საქართველო, ნეტა, მეც მოვდიოდეო” – ნიუ იორკში გიორგი წიკლაური გარდაიცვალა

,,მომიკითხე მონატრებული საქართველო, ნეტა, მეც მოვდიოდეო" - ნიუ იორკში გიორგი წიკლაური გარდაიცვალა

ამერიკიდან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი წიკლაური მოულოდნელად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მას ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან: ,,გიო, გამოფრენამდე 4 საათით ადრე გნახე, შვიდგზის ზეთისცხებაზე. დამაბარე, მომიკითხე მონატრებული საქართველო, ნეტა, მეც მოვდიოდეო.  გელოდები მონატრებულ საქართველოში გულგატეხილი… უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი, მეგობარო. შეხვედრამდე”. ,,ნიუ იორკში გარდაიცვალა სოხუმელი გიორგი წიკლაური, ვისზეც ნეკროლოგის წერაც ძალიან მიჭირს ძალიან. მეგობრობის ეტალონი, […]

,,ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალი სამსახურიდან დაითხოვა, რადგან გაიგო, რომ სიმსივნე დაუდგინდა” – მძიმე ამბავი ათენიდან

,,ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალი სამსახურიდან დაითხოვა, რადგან გაიგო, რომ სიმსივნე დაუდგინდა" - მძიმე ამბავი ათენიდან

საბერძნეთში ქართველ დედა-შვილის თავიანთი თანამემამულეების დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. ,,სიტუაცია არის შემდეგი: ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალბატონი (საბუთიანი) სამსახურიდან დაითხოვა და აღარ დატოვა მესაში, რადგან გაიგო, რომ მას დაუდგინდა სიმსივნე, მესამე სტადია, ავთვისებიანი. რადგან მისი სიტუაცია მძიმე აღმოჩნდა, ამისათვის ჩამოვიდა მისი ქალიშვილი საქართველოდან, სრულიად პირველად ათენში, მისი დედის მოსავლელად. არც ბერძნული იცის, არც საბუთები აქვს. […]

პოლონეთში 25 წლის აბელ შამათავა ცოლმა საწოლში ნახა გარდაცვლილი

პოლონეთში 25 წლის აბელ შამათავა ცოლმა საწოლში ნახა გარდაცვლილი

,,პრაიმ ტაიმის” ინფორმაციით, პოლონეთში 25 წლის აბელ (მუმუ) შამათავა გარდაიცვალა. მეუღლემ დილას საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ახალგაზრდას პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გულია. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული. აბელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი იყო. პრაიმ ტაიმი

,,რუსულად დავუწყე ყვირილი, იტალიელები წამოიშალნენ და რუსებს წაუშინეს” – რა მოხდა თვითმფრინავში და რამ აღაშფოთა მგზავრები

,,რუსულად დავუწყე ყვირილი, იტალიელები წამოიშალნენ და რუსებს წაუშინეს" - რა მოხდა თვითმფრინავში და რამ აღაშფოთა მგზავრები

ცოტა ხნის წინ მირანდა თოდუამ ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა იმაზე, თუ რა მოხდა რუს წყვილებთან ერთად მგზავრობის დროს. ,,დღეს ნეაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში. ჩემთან ერთად ორი რუსი წყვილი მგზავრობდა, ალბათ 30 წლისები იქნებოდნენ… ჩავსხედით თვითმფრინავში. მესმის მათი საუბარი. უყურებენ ომის კადრებს. – იმ იშო ნე პაპალო კაკ ნადა.. ნადა ბოლეე ჟოსტკაა… ნადა უნიჩტოჟით ეტიხ ხახლოф…- ეს […]

ემიგრანტის წერილი გარდაცვლილ მამებს: ,,ვის უტოვებთ თქვენს გოგოებს, სად მიდიხართ, სად?!”

ემიგრანტის წერილი გარდაცვლილ მამებს: ,,ვის უტოვებთ თქვენს გოგოებს, სად მიდიხართ, სად?!"

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ლელა ხოტივარი ძალიან ემოციურ წერილს წერს მამებზე, რომლებმაც უდროოდ დატოვეს თავიანთი გოგონები. „ახლა გეკითხებით და მიპასუხეთ: რომ მიდიხართ, სად მიდიხართ, მამებო? სად მიეხეტებით? ვის უტოვებთ თქვენს გოგოებს, უმამოდ. ბიჭები, კიდე ჰო, კაცები არიან, ადრიანად დაკაცებულები და ისე არ ემჩნევათ უმამობა. გოგოები კი ბაბუაწვერებს ემსგავსებიან და ქარის შიში აქვთ. სად მიდიხართ, სად? ადვილია […]

,,მამამ ჯიბით ჩამომიტანა კეჟერა ფხალის თესლი მილანში” – მელი თურმანიძის ნოსტალგიით გაჯერებული პოსტი

,,მამამ ჯიბით ჩამომიტანა კეჟერა ფხალის თესლი მილანში" - მელი თურმანიძის ნოსტალგიით გაჯერებული პოსტი

იტალიაში მცხოვრები მელი თურმანიძე ნოსტალგიით გაჯერებულ პოსტს აქვეყნებს: ,,2009 წელს მამაჩემმა გულისპირის ჯიბით ჩამომიტანა კეჟერა ფხალის თესლი მილანში. მას მერე ჩემს აივანზე ფხალი არ გამოლეულა, ერთ ძირს ყოველთვის სამომავლოდ ვიტოვებ, გაზაფხულზე აყვავილდება, აბრიალდება ყვითლად და იმდენ თესლს მაძლევს, ლამისაა, მანდეთ  გამოვგზავნო. აჭარაში ასე იტყვიან „ფხალი შევატეხეო, რაც ფხალზე საჭმლისთვის ვარგისი ფოთლების მომტვრევას ნიშნავს, ჰოდა, მეც […]