რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში ცეცხლი გახსნეს. გაერთიანებული ძალების ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს ,,ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა”, – წერს უკრაინული მედია.
კატეგორია: მსოფლიო
ჯეიკ სალივანი: ,,რუსეთში საბოლოოდ არ გადაუწყვეტიათ როგორ მოიქცნენ უკრაინაში”
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე 11 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აქცია უკრაინის მიმართ შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს და მოსკოვი შეიძლება არ დაელოდოს პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებას. თუმცა სალივანმა თქვა, რომ რუსეთში „საბოლოოდ არ გადაუწყვეტიათ“ როგორ მოიქცნენ უკრაინის თაობაზე. სალივანის თანახმად, აშშ მოვლენების განვითარების ყოველგვარი სცენარისთვისაა მზად. […]
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ,,რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას”
,,სერგეი შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ”, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბენ უოლესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სიტუაციის დეესკალაციისადმი და დაძაბულობის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისადმი ბრიტანეთის ერთგულება. „მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი გენერალ შოიგუსთან და გენერალ გერასიმოვთან. გენერალ შოიგუსგან […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,მესამე მსოფლიო ომსაც მოვესწარით!”
ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკრაინაში შექმნილ უკიდურესაც მძიმე ვითარებას ეხმიანება და წერს: ,,მესამე მსოფლიო ომსაც მოვესწარით. პუტინის დედას ჟსჯდკდნს და ყველა პრორუსის”. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ომი იწყება და პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს: -უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით […]
უკრაინაში ომი იწყება! – ,,ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია”
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომი იწყება. ,,გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინმა გადაწყვიტა, შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს. როგორც ირკვევა, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა დღეს ბაიდენმა საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის, NATO-ს, კანადის და ბრიტანეთის ლიდერებს. სწორედ ამიტომ იაპონია, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ევროკავშირი, ლატვია, სამხრეთ კორეა, ისრაელი და […]
,,დადგა დღე, რომელსაც 2 წელზე მეტია ველოდებით!” – როგორ შეძლებთ საბერძნეთში წასვლას
,,გილოცავთ! დადგა დღე, რომელსაც 2 წელზე მეტია ველოდებით!საქართველოდან საბერძნეთში, ისევე როგორც საბერძნეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები შესაძლებელი ხდება ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის ფარგლებში! პრაქტიკულად რომ ვთქვათ, ტურისტულად შემოსვლა უკვე შესაძლებელია”, – წერს ფეისბუქგვერდი ,,გეორგიანსი” და აქვეყნებს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებას: ,,გაცნობებთ, რომ საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. გთავაზობთ საბერძნეთში შემოსვლის […]
2022 წლის პროგნოზი – რას ამბობს ბიჭი, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა
ინდოელი ბიჭი, ასტროლოგი აბიგია ანანდი, რომელმაც 2019 წლის ზაფხულში კორონავირუსის პანდემია იწინასწარმეტყველა,ამბობს, რომ პანდემიის და სხვა პრპბლემების მხრივ მთელ მსოფლიოში სიტუაცია გამოსწორდება. -2022 წლის აპრილამდე მთელ მსოფლიოში პოზიტიური მოვლენები მოხდება, რაც მომავალ 400 წელზე მოახდენს გავლენას, – ამბობს აბიგია, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და მის ვიდეოებს მილიონობით ადამიანი უსმენს.
,,სასაფლაოს ხე შეცვლის, ანუ სიკვდილის მერე ხედ გადავიქცევითო! დავმუნჯდი!” – ქეთი ლობჟანიძე
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე ფეისბუქში წერს: ,,ორგანული დასაფლავება – მომავალში სასაფლაოს ხე შეცვლის, ანუ სიკვდილის მერე ხედ გადავიქცევითო! დავმუნჯდი და გავიკვანძე!”, საქმე ის არის, რომ კომპანია Capsula Mund დიდი ხანია საუბრობს ახალ მეთოდზე, რომელმაც გარდაცვლილი ხედ უნდა გადააქციოს. სხეული კომპანიის მიერ დამზადებულ კვერცხის ფორმის კონტეინერში მოთავსდება, რომელიც თესლის მსგავსად იმოქმედებს. ამის შემდეგ კონტეინერი დაიმარხება, […]
,,უკანასკნელი სელფი” – იტალიაში ტრაგედია დატრიალდა
exclusivetv.ge-ის ინფორმაციით, 18 დეკემბერს იტალიაში, ქალაქ ტურინში დატრიალებულ ტრაგედიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მოხდა.ამწე მოწყდა და შვიდსართულიან კორპუსს დაეცა. „უკანასკნელი სელფი“ – ფოტოს ამ წარწერით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ფოტოზე ასახულია სამივე გარდაცვლილი, რომლებიც ამწეზე იმყოფებოდნენ. exclusivetv.ge
,,კარფურის” მმართველი გარდაიცვალა
არაბი მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა. მან კომპანია ,,მაჯიდ ალ ფუტაიმი” 1992 წელს დააარსა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ობიექტებს ფლობს. აღნიშნული კომპანია მართავს ასევე აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ,,კარფურის” 300-ზე მეტ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტს. გარდა ამისა, მაჯიდ ალ ფუტაიმის კომპანიას ეკუთვის დუბაის ცნობილი სავაჭრო მოლი. ფუტაიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Carrefour […]











