კატეგორია: მსოფლიო

უკრაინელი მამაკაცები ომში მიდიან – მძიმე ფოტო

უკრაინელი მამაკაცები ომში მიდიან - მძიმე ფოტო

ფეისბუქში ძალიან ემოციური ფოტო ვრცელდება, უკრაინელი მამაკაცები როგორ დგანან ზურგჩანთებით და როგორ ემზადებიან ომში საბრძოლველად. ავტობუსები სავსეა რეზერვისტებით. სისხლის ბანკებთან რიგები დგას, მოსახლეობა ჯარისკაცებისთვის სისხლს აბარებს. ,,მშვიდობით დაუბრუნდით ოჯახებს” – წერენ სოციალურ ქსელში.

პუტინი: ,,არ უნდა გაგვაგდონ ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან”

პუტინი: ,,არ უნდა გაგვაგდონ ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან''

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მსხვილ ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან არ უნდა გააგდონ. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად რჩება და იმდენად, რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილია, არ აპირებს, მიაყენოს ზიანი იმას, რისი ნაწილიც თავადაც არის. ,,მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის […]

ლონდონსა და ჰააგაში უკრაინული დროშების გვერდით ქართული დროშებიც ფრიალებს

ლონდონსა და ჰააგაში უკრაინული დროშების გვერდით ქართული დროშებიც ფრიალებს

მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა საპროტესტო აქციებმა. ადამიანები  რუსეთის საელჩოებთან მიდიან და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას აპროტესტებენ. უკრაინელების გვერდიგვერდ ქართველებიც დგანან და უკრაინული დროშების გვერდით ქართული დროშებიც ფრიალებს. ,,ცრემლები წამომივიდა, საქართველოს დროშა რომ დავინახე. რამდენი წელია,  დაგვათრევს რუსეთი აქეთ-იქით. იქნებ ახლა მაინც გაიგოს მსოფლიომ, ჩვენც რომ ვარსებობთ”, – წერენ სოციალურ ქსელში. ფოტოები ჰააგიდან და […]

რუსმა ჯარისკაცებმა ფორმები გაიხადეს და მიყარეს

რუსმა ჯარისკაცებმა ფორმები გაიხადეს და მიყარეს

რუმინული გამოცემა: ,,რუსული არმია დეზერტირდება: მინდორზე მიტოვებული ტანკები. რუსმა ჯარისკაცებმა რუსული არმიის ფორმები გაიხადეს და მიყარეს” (ჟურნალისტ მიხეილ ხაჩიძის თარგმანი). ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვში ისევ დაიწყო დაბომბვა. უკრაინის ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, თავშესაფრებს შეაფარონ თავი, პროდუქტებით კი იქ მიამარაგებენ.

ქართველი ჯარისკაცი: ,,ნუ გეშინიათ, ჩვენი ბიჭები კარგად არიან, ვერ გპასუხობენ”

ხარკოვში ბავშვები არიან დაღუპული

ქართველი ჯარისკაცი უკრაინიდან ამბობს, რომ იქ მებრძოლი ქართველები კარგად არიან და რუსულ სამხედრო ძალას იგერიებენ. -კიევთან დესანტის ჩამოსმა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და უკან გაბრუნდნენ. 50 წუთი ვიგერიებდით და არ გამოუვიდათ. რუსეთის მხარეს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია ამჟამად. თვითმფრინავების და ტექნიკის დანაკარგი აქვთ სხვადასხვა ადგილებში. მინდა, მივმართო ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს, რომ ყველანი კარგად ვართ, არ […]

ლონდონში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება

ლონდონში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება

ამ წუთებში ლონდონში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება. იქ შეკრებილები აპროტესტებენ რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შესვლას. საპროტესტო აქციას ქართველებიც შეურთდნენ.

ხარკოვში ბავშვები არიან დაღუპული

ხარკოვში ბავშვები არიან დაღუპული

რადიო თავისუფლება ავრცელებს ფოტოს, სადაც ხარკოვში რუსეთის მიერ დაბომბილი სახლია ასახული ქალაქ ჩუგუივში. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვში დაღუპულები არიან ბავშვები. უკრაინული მედიის ცნობით, ამ წუთებში უკრაინაში საჰაერო იერიში მიმდინარეობს და რუსული ტანკები კიევში შედიან. თუმცა გიორგი ვაშაძე, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება, კიევში რუსული ტანკები არ არიან, მუშაობს ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები და პანიკა არ შეინიშნება.

ამ წუთებში რუსული არმია კიევში შევიდა

დაღუპულია 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და 10-ზე მეტი სამოქალაქო პირი

ამ წუთებში რუსული არმია კიევის აღებას ცდილობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ტანკები კიევში შედიან და კოლონას დასასრული არ უჩანს. კიევში საჰაერო იერიში დაიწყო.

მურატოვი: ,,გვრცხვენია, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ომი”

მურატოვი: ,,გვრცხვენია, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ომი"

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ,,ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, დიმიტრი მურატოვი: „დღეს ყველანი დილით ადრე შევიკრიბეთ რედაქციაში. უბედურება გვჭირს. ჩვენმა ქვეყანამ, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, დაიწყო ომი უკრაინასთან და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს. ამიტომ მწუხარებასთან ერთად ჩვენ გვრცხვენია. მთავარსარდალი ხელში ისე ატრიალებს ,,ბირთვულ ღილაკს”, როგორც ძვირადღირებული მანქანის ,,ბრელოკს”. შემდეგი ნაბიჯი არ იქნება ბირთვული თავდასხმა? […]

დაღუპულია 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და 10-ზე მეტი სამოქალაქო პირი

დაღუპულია 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და 10-ზე მეტი სამოქალაქო პირი

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და 10-ხე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის არის ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საზოგადოებას მოუწოდა, დაჭრილებისთვის სისხლი ჩააბარონ.