სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო უკრაინის დედაქალაქ კიევიდან, სადაც ჩანს, მოქალაქეები როგორ მიდიან და იარაღს იღებენ. მამაკაცებს სატვირთო მანქანებიდან საბრძოლო მასალას ურიგებენ.
კატეგორია: მსოფლიო
ამ წუთებში ლონდონში აქცია იმართება, ხალხი პუტინის შეჩერებას ითხოვს
,,უკრაინა მარტო დარჩა” – წერენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ასე არ არის და ამაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გამართული აქციები მეტყველებს. ხალხი უკრაინული დროშებით გამოდის და თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ამ წუთებში ხალხმრავალი აქცია იმართება ლონდონშიც. იქ მისულები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ რუსეთის მიმართ მიღებული ზომები გაამკაცრონ და პუტინი შეაჩერონ. აქციაზე ქართველებიც არიან მისულები […]
კიევი: რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება. თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია დანაკარგში მხოლოდ მოკლულ ჯარისკაცებს გულისხმობენ თუ ტყვეებსაც. მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამბები.ჯი
ზელენსკი: ,,ჩვენ დავრჩით მარტო, ღმერთის ამარა”
,,კიევის დასაცავად ვისაც სროლა შეუძლია, ყველას გადასცეს იარაღი”
უკრაინის ხელისუფლება აფრთხილებს კიევის მოსახლეობას, რომ სინათლე არ აანთონ. -მე ვიმყოფები კიევში, ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით. კომენდანტის საათია შემოღებული. გაგვაფრთხილეს, რომ სინათლე არ ავანთოთ, რადგან დაბომბვის საშიშროებაა. მოიერიშე გამანადგურებლების ხმა მუდმივად ისმის. კიევში დღეს 10 ათასი ავტომატი დაარიგეს, რომ ქალაქი დაიცვან. ვინც მოხალისედ ჩაეწერა და ვისაც სროლა შეუძლია, ყველას გადაეცა იარაღი, რომ ქალაქი დაიცვან. მეტნაკლებად […]
,,პოლონეთის ჯარი უკრაინისკენ დაიძრა! უკრაინა მარტო არ არის ამ ომში”
შონ პენი უკრაინას არ ტოვებს
ჰოლივუდის ვარსკვლავი, შონ პენი კიევში იმყოფება. ის აპირებს, რომ დოკუმენტური ფილმისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები პირადად გადაიღოს და არ აპირებს ქვეყნის დატოვებას. ,,ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი უკრაინაში სპეციალურად იმისთვის ჩამოვიდა, რათა გადაეღო ყველა ის მოვლენა, რაც ამჟამად ხდება ქვეყანაში და მსოფლიოსთვის ეთქვა სიმართლე ჩვენს ქვეყანაში რუსეთის შემოჭრის შესახებ. შონ პენი არის მათ შორის, ვინ […]
ჯო ბაიდენი: ,,მე არ მაქვს სურვილი, ველაპარაკო პუტინს”
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრ სანქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლის. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პუტინს, ბაიდენმა უპასუხა: ,,მე არ მაქვს სურვილი, ველაპარაკო პუტინს”. კითხვაზე, რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან უნდა გააგდონ თუ არა, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: ,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბანკების წინააღმდეგ აქციებს შეიძლება უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე SWIFT-დან გათიშვას”.
პუტინის ჯარმა ჩერნობილი დაიკავა – ,,ევროპისთვის ეს ყველაზე დიდი საფრთხეა”
პუტინის ჯარმა ჩერნობილის სადგური დაიკავა და მომსახურე პერსონალი მძევლად აიყვანა. -სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის სადგურზე კონტროლი დავკარგეთ. უცნობია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის […]











