ნეტგაზეთი წერს, რომ ბიჭმა, რომელიც ილონ მასკის პირად თვითმფრინავს უთვალთვალებდა, სამიზნეში რუსი ოლიგაქები ამოიღო (წყარო Bussiness Insider). ტვიტერზე უკვე შეიქმნა ანგარიში, სახელწოდებით ,,რუსი ოლიგაქრების ხომალდები”, რომელიც თვალს ადევნებს ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენების ხომალდების მარშრუტს და აქვეყნებს ინფორმაციას, სად დაფრინავენ ისინი. ანგარიშზე პირველი პოსტი კვირას გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ […]
კატეგორია: მსოფლიო
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე ,,Z”, ,,X” ,,A”, ,,V”, ,,O”
უკრაინაში მყოფ რუსულ საბრძოლო და სატვირთო ტექნიკაზე სხვადასხვა ლათინური ასოა გამოსახული. უკრაინის თავდაცვის საიმინისტრო განმარტავს, თუ რას ნიშნავს „Z“ „V“ „X“ და სხვა სიმბოლოები, რომლებიც რუსულ ტექნიკაზეა დატანილი. Z – რუსეთის აღმოსავლეთ ძალები; Z კვადრატში – რუსეთის ჯარები, რომლებიც განთავსებულია ყირიმში; O – ბელარუსში დისლოცირებული ჯარები; V – საზღვაო ქვეითები; X – კადიროველები; A – […]
უკრაინელებმა ხარკოვში რუსეთის სამხედრო კოლონა გაანადგურეს
ბოშებმა რუს სამხედროებს ტანკი მოპარეს
BBC: ,,ათასობით ქართველი გამოვიდა დედაქალაქ თბილისში”
უკრაინელებმა ჩამოაგდეს ხომალდი, სადაც 200-მდე დესანტი იჯდა
,,უკრაინელებმა ჩამოაგდეს су-25 და ვერტმფრენი, კიდევ 2 ვერტმფრენი… ამ წუთებში კიდევ ერთი ил-76 ჩამოაგდეს უკრაინელებმა კიევის მიმდებარედ. ადუღებენ უკრაინელები ორკებს! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – წერს დავით ქაცარავა უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ил-76-ში 200-მდე დესანტი იჯდა.
ირლანდიაში რუსეთის ელჩის მანქანას უკრაინული დროშებით წინ გადაუდგნენ
მთელი მსოფლიო მოიცვა საპროტესტო აქციებმა რუსეთის საელჩოებთან. ირლანდიაში რუსეთის ელჩის მანქანას უკრაინული დროშებით წინ გადაუდგნენ. ასე გააპროტესტეს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრა უკრაინაში. ამ წუთამდე გრძელდება ხალხმრავალი აქცია რუსეთის საელჩოს წინ ლონდონში, სადაც უკრაინული დროშებით არიან მისულები, მათ შორის – ქართველებიც.
უკრაინის შსს: კიევი გაწმენდილია დივერსიული ჯგუფებისგან
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში უკრაინის სამხედრო ტექნიკა შედის ქალაქის დასაცავად. მან კიეველებს მოუწოდა, არ გადაიღონ და სოციალურ ქსელებში არ განათავსონ ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია. დენისენკოს განმარტებით, კიევში მოხალისეებზე უკვე გაცემულია 18 ათასი ავტომატი. უკრაინის შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის კიევი გაწმენდილია დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებისგან. უწყების თანახმად, კიევში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა დაძაბულობა რჩება. […]
ზელენსკი: ,,შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!”
,,შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!” – ამ სიტყვებით მიმართა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა შეჩერებულია. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი. ამ წუთებში კიევში განგაშის სირენები ჩაირთო, მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავშესაფრებში […]











