კატეგორია: ჯანმრთელობა

ბრიტანეთში ექიმებმა ჩვილს ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს

ბრიტანეთში ექიმებმა ჩვილს ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს

დიდ ბრიტანეთში, ესექსში ექიმებმა ჩვილს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი” ავრცელებს. 26 წლის ბეთანმა ორსულობის მე-20-ე კვირას აღმოაჩინა, რომ მის შვილს სპინა ბიფიდა სჭირდა. ეს არის განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით. ის ბრიტანეთში პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოპერაცია (ორსულობის 24-ე კვირაზე) ნაყოფზე საშვილოსნოშივე გაუკეთდა. […]

მეცნიერების კვლევა – როგორია სრულყოფილი ქალის სხეული

მეცნიერების კვლევა - როგორია სრულყოფილი ქალის სხეული

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, სრულყოფილია ქალის სხეული, რომლის სიმაღლეც 168 სმ-ია, ხოლო სხეულის გარშემოწერილობა (მკერდი, წელი, თეძოები) 99-63-91. თუ არ შეგიძლიათ წარმოდგენა, როგორი შეიძლება იყოს ასეთი გარშემოწერილობისა და სიმაღლის მქონე ქალი, გაიხსენეთ მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი, რომელიც ამ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მკვლევარები წერენ, რომ იდეალური სხეული სწორედ ამ ინგლისელ მოდელსა და მსახიობს აქვს. […]

მეცნიერების დასკვნა: ჩვილებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან, დნმ-ის სტრუქტურა ეცვლებათ

მეცნიერების დასკვნა: ჩვილებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან, დნმ-ის სტრუქტურა ეცვლებათ

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვილებს, რომლებსაც სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ხშირად ეხუტებიან და ეფერებიან, ეცვლებათ დნმ-ს სტრუქტურა მოლეკულურ დონეზე. კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება წინასწარ შედეგებს და ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა იწვევს გენის სტრუქტურის ცვლილებას მოლეკულურ დონეზე. კვლევის დროს 94 ბავშვის მშობელს სთხოვეს, რომ ყოველდღიურად გაეკეთებინათ ჩანაწერები, რამდენჯერაც ბავშვს მოეფერებოდნენ. აღეწერათ შემდგომ მათი ქცევები, თუ […]

ბრონქო-მუნალი – გამოყენების ძველი და ახალი შესაძლებლობები

ბრონქო-მუნალი - გამოყენების ძველი და ახალი შესაძლებლობები

სასუნთქი გზების ინფექციები ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, რაც მოიცავს სამედიცინო კონსულტაციების 20%-ით გაზრდას, 30%-ით სამუშაოს გაცდენებს. ამ ინფექციებზე მოდის საერთო ანტიბიოტიკების დანიშვნის 75%. ამ პრობლემასთან დაკავშირებით გვესაუბრება თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გენერალური მდივანი ნუგზარ უბერი. – ბატონო ნუგზარ, რა იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს? – სასუნთქი გზების […]

სამედიცინო შეცდომებით გარდაცვლილი 26 ათასი პაციენტი – საგანგაშო სტატისტიკა

სამედიცინო შეცდომებით გარდაცვლილი 26 ათასი პაციენტი - საგანგაშო სტატისტიკა

ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტთა დაღუპვის მიზეზი ხშირად სწორედ ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზი ხდება. საქართველოში შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ, მაგალითად, 2017 წელს 20 ათასამდე ადამიანი გულსისხლძარღვთა, 6 ათასზე მეტი კი ონკოლოგიური დაავადებებით დაიღუპა. ორსულობა-მშობიარობას გადაჰყვა 14 ქალი. სპეციალისტები არსებულ მონაცემებს […]

ეს გემრიელი საწებელი გრიპისგან დაგიცავთ

ეს გემრიელი საწებელი გრიპისგან დაგიცავთ

ხშირად გაიგონებთ, ვირუსებისგან და გრიპისგან ნიორი, ლიმონი დაგიცავთ, რაც შეიძლება მეტი ჭამეთო. მართლაც, ორივე პროდუქტი უნიკალური თვისებებისაა, კარგია, თუ მათ საკმარისი რაოდენობით მივიღებთ. თუმცა ნივრის ჭამას ბევრი ერიდება, რადგან უსიამოვნო სუნი ახლავს. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? ძალიან მარტივად. ამ ორი პროდუქტისგან შეგვიძლია,  უგემრიელესი საწებელი დავამზადოთ და მივირთვათ. მაშ ასე: ლიმონი გაფცქვენით და დააბლანდერეთ. შეგიძლიათ, ცოტა გადადუღებული […]

ნუკი კოშკელიშვილი: “ვჭამ ბოლოჯერ და გემრიელად, 16 იანვრიდან ვიწყებ…”

ნუკი კოშკელიშვილი: "ვჭამ ბოლოჯერ და გემრიელად, 16 იანვრიდან ვიწყებ..."

ორსულობისას მომატებულ ზედმეტ კილოგრამებს ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ სხვადასხვა ხერხით ებრძვის. სოციალურ ქსელში ამ თემაზე ხშირად წერდა, მოტივაციას სხვებსაც აძლევდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასურველ შედეგამდე მაინც ვერ მივიდა. საახალწლო დღეების შემდეგ კი ისეთ ხერხს მიაგნო, რომელიც გამოცდილი და აპრობირებულია და ცოტა ხანში სწორედ ამ დიეტით აპირებს სასურველ წონაზე დაბრუნებას: “ახალი წლიდან ახალი ცხოვრების გჯერათ? როდესაც […]

თამუნა გომართელმა თავისი მოგონილი დიეტით 3 თვეში 20 კილო დაიკლო

თამუნა გომართელმა თავისი მოგონილი დიეტით 3 თვეში 20 კილო დაიკლო

ყოფილი ტელეწამყვანის, თამუნა გომართელის, დიეტა ინტერნეტში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. 3 თვის განმავლობაში მან 20 კილოს დაკლება შეძლო. დიეტა ფაქტობრივად მისი გამოგონილია და შედეგით ძალიან კმაყოფილია. თამუნამ რამდენიმე წლის წინ თავისი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, როცა ამ საკითხს ფსიქოლოგიურად მიუდგა. თავისი გამოცდილება მან ჩვენს მკითხველსაც გაუზიარა: – ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ოქროს შუალედი ჯანსაღსა და […]

სერგო ჩიხლაძე: ”რატომ იხოცებიან ადამიანები ნაადრევად საქართველოში”

სერგო ჩიხლაძე: ”რატომ იხოცებიან ადამიანები ნაადრევად საქართველოში”

იმ დღეებში, როცა ფარმაცევტული დაწესებულებები მედიკამენტებზე ფასდაკლებებს აცხადებენ, აფთიაქებში უშველებელი რიგები დგება, რაც ქვეყანაში არსებულ დიდ პრობლემებზე მიუთითებს. პირველია ის, რომ საქართველოში ავადობის რიცხვი კატასტროფულად არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, ასევე გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი კატასტროფულად შემცირდა. საგანგაშო სტატისტიკასა და ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი სერგო ჩიხლაძე გვესაუბრა: – დაავადებათა კონტროლის ცენტრის […]

პაატა იმნაძე: ,,ღორის გრიპი ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს” – რა უნდა ვიცოდეთ საშიშ ვირუსზე

პაატა იმნაძე: ,,ღორის გრიპი ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს" - რა უნდა ვიცოდეთ საშიშ ვირუსზე

ე.წ. ღორის გრიპით, H1N1 ვირუსით საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა. კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად მიმართვიანობი მაღალი რისკისა, ქვეყანა ეპიდემიამდე მისული არ არის: -ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე საქართველოს შემთხვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს  შეღავათს არავის აძლევს, ვინც […]