ცნობილი ირანელი მოდელი მაჰლაღა ჯაბერი 2023 წელს კანის კინოფესტივალზე გაბედული და პოლიტიკური განცხადებით წარდგა. განცხადება კი უსიტყვო იყო – თავის ქვეყანაში სიკვდილით დასჯის მიმდინარე სერია ჯაბერიმ სამოსით გააპროტესტა. 33 წლის მოდელს წითელ ხალიჩაზე შავი კაბა ეცვა, ყელზე კი ყულფი ჰქონდა მოხვეული.
„გვინდოდა, კანის გლამურულობის შესაფერისი სამოსი წარგვედგინა, თუმცა ბევრად მნიშვნელოვანი იყო, მედიის ყურადღება მიგვეპყრო ირანელი ხალხის გაუმართლებელ ხოცვაზე. სამწუხაროდ, კინოფესტივალზე პოლიტიკური განცხადებები აკრძალულია, ამიტომ დაცვის სამსახურმა უფლება არ მომცა, კაბის უკანა მხარე მეჩვენებინა. თუმცა ყულფის მნიშვნელობა ყველამ კარგად გაიგო”, – წერდა მაშინ ჯაბერი „ინსტაგრამზე“.
კაბაზე კი ეწერა „შეაჩერეთ სიკვდილით დასჯა”.
სამწუხაროდ, მოდელის უსიტყვო ხმა, მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო ირანელი ხალხის ხოცვაზე, მაშინ ჩაიკარგა…
ირანის რეჟიმმა ხალხის პროტესტი სისხლში ჩაახშო. მოკლულია ათასობით ადამიანი, მათ შორის – ბავშვები.

