„ჩემი ლამაზი დედიკო გამიფრინდა…  დამტოვეს მარტო…“ – რას უყვებოდა დალი ჩიტალაძე „სარკეს“ დედაზე

„ჩემი ლამაზი დედიკო გამიფრინდა…  დამტოვეს მარტო...“ - რას უყვებოდა დალი ჩიტალაძე „სარკეს“ დედაზე„სარკე“

მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა.

„ჩემი ლამაზი დედიკო გამიფრინდა…  დამტოვეს მარტო…“- წერს დალი ჩიტალაძე.

ცოტა ხნის წინ დალი ჩიტალაძე „სარკესთან“ დედაზე ყვებოდა:

_ არ მყავს კარგად და სულ მედარდება. დედა ძალიან ტკბილია. თქვენ კარგად იცით, რომ და და ძმა აღარ მყავს, სამი წლის წინ მამაც გარდაიცვალა და მხოლოდ დედა მყავს ხელჩასაჭიდი. ძალიან მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ცუდადაა და ასეთ უმწეო მდგომარეობაში იმყოფება. ამაზე ლაპარაკიც კი მიმძიმს. ღმერთს ვეხვეწები, დედა რაც შეიძლება დიდხანს მყავდეს.

__ დედის გავლენა როგორია თქვენს ცხოვრებაზე, პიროვნულად თქვენს ჩამოყალიბებაზე?

_ დედა გაძლევს განსაკუთრებულ ძალას ცხოვრებაში. დედის დალოცვას იმხელა ძალა აქვს ჩემს ცხოვრებაში, რომ ვერ აგიწერთ! ადრე სულ მირეკავდა, მისი ბრჭყვიალა და ჟღერადი ხმა რომ მესმოდა, სულ სხვანაირ ენერგიაზე მოვდიოდი. ახლაც ოჯახის დამხმარეს ვთხოვ ხოლმე, რომ ტელეფონი მიუტანოს და დამალაპარაკოს, თუ ვერ მივედი სანახავად, მაგრამ მის ჩამქრალ ხმას რომ ვიგებ, უფრო ცუდად ვხდები. ყველას ვთხოვ, მოუფრთხილდნენ დედებს და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ მათ.

რაც შეეხება დედის გავლენას ჩემს ცხოვრებაზე, ეს ყოველთვის დიდი იყო. ხომ არსებობს გამოთქმა, ვაშლის ხიდან ნაყოფი შორს არ დავარდებაო. მე რომ ასეთი ოჯახი არ მყოლოდა, როგორშიც გავიზარდე, ვერ ვიქნებოდი ის დალი, რომელსაც მიცნობთ. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო პრიორიტეტი განთლება, სითბო და სიყვარული. ეს ყველაფერი აღმოჩნდა იმ პირამიდის საფუძველი, რაზეც ჩემი ცხოვრება ავაშენე.