ვინ იყო სალოსი კატია, რომელიც პატრიარქ ილია ||-ის კურთხევით ტაძრის ეზოში დაკრძალეს
„ფარული მონაზონი იყო, იცოდა, ვიც გულში რა იდო“

ვინ იყო სალოსი კატია, რომელიც პატრიარქ ილია ||-ის კურთხევით ტაძრის ეზოში დაკრძალეს„სარკე“

„სარკის“ ახალ ნომერში წაიკითხავთ მონაზვნის, სალოს კატიას ცხოვრებაზე, რომლის ქცევაც არ იყო ჩვეულებრივი. თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მისულ ადამიანებს ხან უყვიროდა, ხან ლოცავდა და ეფერებოდა. მრევლი მას მოწიწებით ექცეოდა, რადგან თვლიდნენ, რომ სალოსი იყო.

ისინი, ვინც დედა დომნას, ანუ სალოს კატიას, პირადად იცნობდნენ, „სარკეს“ მის შესახებ მოუყვნენ:

_ მამა ვიტალი რომ გადიოდა ამქვეყნიდან, ეკატერინე, ეკატერინეო, გაიძახოდა. როგორც კი დალია სული, მაშინ შემოვარდა კატია და თქვა, რატომ არ დამელოდეო. მას მერე აღარ განშორებია ამ ადგილს, სულ იქ იყო…

კატიას დასაფლავება ისე უნდოდათ, როგორც კორონავირუსიანის. 18 საათში უნდოდათ მისი დაკრძალვა _ ცელოფანით. და მერე, იცით, რა მოხდა? 15-მდე კატა მოგროვდა და ყველა კატა ტიროდა. პატრულის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივ მოკვდავთან არ ჰქონდათ საქმე და დაანებეს თავი. მართლმადიდებლური წესით, მესამე დღეს დაიკრძალა. ტაძარშიც ესვენა…

ერთხელ რაღაც პრობლემები მქონდა და ვიფიქრე, კატია ილოცებს და გამიადვილდება-მეთქი. ქუჩის მეორე მხრიდან დამინახა და დაიყვირა, შენ თვითონ ეძებე საკუთარი თავიო და წავიდა. ანუ მე თვითონ უნდა მეპოვა გამოსავალი… ფარული მონაზონი იყო, იცოდა, ვიც გულში რა იდო…

სტატია იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში