„სარკე“
მსახიობების წყვილმა, რეზო ჩხიკვიშვილმა და ხათუნა ჩაგელიშვილმა, წლების წინ გერმანიაში თავიდან დაიწყო ცხოვრება. მარტოებმა გაზარდეს ორი შვილი, ახლა კი შვილიშვილს დაჰფოფინებენ თავზე. ქალბატონმა ხათუნამ „სარკესთან“ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილზე ისაუბრა და იმ სიყვარულზე, რომლითაც, უკვე 41 წელია, ერთად მოდიან.
_ ასე ვფიქრობ: პრობლემის გადაჭრა თუ შეგიძლია, უნდა გადაჭრა, თუ _ არა, მასზე ნერვიულობა არ ღირს. პრობლემას არც ვუშინდები და არც ვაზვიადებ. გულში არაფერი უნდა დარჩეს…
მგონია, რომ რაღაც მომენტში უკან დავხიეთ რეზო კარიერის თვალსაზრისით. მას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ის შებოჭილი იყო ოჯახით, ოჯახის ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინა…
წლებთან ერთად გრძნობა ძლიერდება და გადადის ახლობლობაში, მეგობრობაში. პეპლები აღარ დაფრინავენ, მაგრამ ძალა ახლა უფრო დიდია…
