„სარკე“
მსახიობი იმედა კახიანი „სარკეს“ თავის ამჟამინდელ ეტაპზე უყვება, გვიამბობს იმ მოვლენებსა და სიახლეებზე, რომლებიც ახლა, 88 წლის ასაკში ხდება მის ცხოვრებაში. ცოტა ხნის წინ მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ შოუში „ვინ ვინ არის“ პერსონაჟ ბერიკას კოსტიუმით ძალიან გულთბილი რეაქციები გამოიწვია.
ბატონი იმედა „სარკის“ მკითხველებთან იხსენებს სახალისო ეპიზოდებს თავისი მრავალმხრივ საინტერესო ცხოვრებიდან და ასევე გვიყვება ძალიან მნიშვნელოვან როლზე, რომელზეც ახლა მუშაობს. მალე გამოვა ფილმი, სადაც წმინდანად შერაცხული ერისკაცის, ექვთიმე თაყაიშვილის _ ექვთიმე ღვთისკაცის, როლს ასრულებს.
იმედა კახიანი: 88 წლის ასაკში ვიღაცას რომ ახსოვხარ და სადმე მიგიწვევენ, ძალიან მსიამოვნებს და თავიც ახალგაზრდა მგონია… ეკას გარდა არავინ იცოდა, შოუში რომ ვმონაწილეობდი…
ფილმის სცენარი გადმომცა და მითხრა, რომ ექვთიმეს როლი უნდა შემესრულებინა. სცენარი რომ წავიკითხე, გავოგნდი ამ ადამიანის სიკეთეებითა და დიდი საქმეების კეთებით. პრემიერა წლის ბოლოს ამერიკაში იქნება…
ნოდარ დუმბაძესთან რომ მივედი, ყველაფერი მოვუყევი და დახმარება ვთხოვე. ბატონმა ნოდარმაც იკითხა, ბარმენობა რა არისო. მეც ვუთხარი, „ბუფეტჩიკობაა“-მეთქი. ისიც დაფიქრდა, თუ ვინ დამეხმარებოდა და გადაწყვიტა, ვაჭრობის მინისტრთან წასულიყო…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
