მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა60 წლის ასაკში, სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

„დიდი ტკივილი და დანაკლისია ექიმი მარიამ ჯიშკარიანის გარდაცვალება. მარიამ
ჯიშკარიანმა საკუთარი ცხოვრება სხვათა გადარჩენას და დახმარებას მიუძღვნა.
ვუსამძიმრებ ოჯახსა და კოლეგებს. ნათელი მის სულს“, – წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.
მთავარი