„სარკე“
მომღერალი მაყვალა (მაკო) ჩიხლაძე, „სარკესთან“ იხსენებს, რომ მისი ახალგაზრდობის თბილისი პატარა პარიზი იყო, სადაც გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობდა და ევროპულ მოდას მისდევდა. 86 წლის მომღერალი „სარკის“ ახალ ნომერში ამხელს საიდუმლოს, თუ რატომ არ შეცვლილა მისი გარეგნობა ახალგაზრდობის მერე.
მაყვალა ჩიხლაძე: „ბურდადან“ ამოვჭრიდი ხოლმე თარგებს და ვიკერავდი. ასეთი თარგებით მაქვს შეკერილი კაბები, კოსტიუმები, ქურთუკები, შარვლები. განა მარტო ჩემთვის ვკერავდი, სხვებსაც ვუკერავდი…
ახალგაზრდებს ყოველთვის კარგად გვეცვა. ქართველები გემოვნებას არ ვუჩივით. საერთოდ, ძალიან გემოვნებიანი ხალხი ვართ. მაშინ თბილისს პატარა პარიზს ეძახდნენ. ახალგაზრდებს დახვეწილად და გემოვნებიანად ეცვათ…
პუდრი და პომადა _ სულ ეს არის ჩემი მაკიაჟი. პომადის გარეშე გარეთ არ გავდივარ. ჟოლოსფერია ჩემი, ძალიან მიხდება. სახეზე მკვებავი კრემი არასდროს წამისვამს, მხოლოდ ახლა დავიწყე მისი გამოყენება…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
