„ბედისწერის წიგნში ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი“ – კომპოზიტორის სახლში ყოველ მესამე დღეს საათი ჩერდება
როგორ იქცა რძლის გარდაცვალების შემდეგ მანანა იმედაძე შვილიშვილისთვის დედად

„ბედისწერის წიგნში ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი“ - კომპოზიტორის სახლში ყოველ მესამე დღეს საათი ჩერდება„სარკე“

კომპოზიტორი და ტელეწამყვანი, „ქართული TV“-ის გენერალური დირექტორი, მანანა იმედაძე, „სარკეს“ იმ უდიდეს ტკივილზე ესაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ გაყო ორ ნაწილად.  ეს არის ისტორია ქალისა, რომელმაც სიბნელიდან გზა გამოიგნო, რომ ობლად დარჩენილი გოგონასთვის დედობა გაეწია, მშობლიური სითბო და სიყვარული არ მოეკლო.

მანანა იმედაძე: მე რძალი კი არ დავკარგე, არამედ შვილი. თუმცა თავიდან ეს რომ გახმაურდა, ჩემი ბულინგიც კი დაიწყეს, ვითომ ამას პოპულარობის მიზნით ვაკეთებდი, ქულების დასაწერად. ეს იყო ამაზრზენი ცილისწამება, მაგრამ დრომ ყველაფერი აჩვენა…

ბავშვს ვაძინებდი და ფანჯრიდან სალომე ლანდივით შემოვიდა. მეც და თავის შვილსაც ხელით შეგვეხო. შეხება აშკარად ვიგრძენი… ფაქტია, რომ იქიდან გვაძლიერებს….

ერთხელ ელენემ მკითხა, ჩემი დედიკო ხარ და ირაკლი და გიორგი დედას რატომ გეძახიანო. ვერ გაიგო ბავშვმა, მამამისი და ბიძამისი დედას რატომ მეძახდნენ.  სანამ თავად ენდომება, დამიძახოს დედა…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში