ანი ამაშუკელი: „საქართველოს ნაკრებიდან წასვლის დღეს გიორგის დილიდან გული სტკიოდა“
რას უყვება „სარკეს“ გიორგი შერმადინის ცოლი

ანი ამაშუკელი: „საქართველოს ნაკრებიდან წასვლის დღეს გიორგის დილიდან გული სტკიოდა“„სარკე“

ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი „სარკეს“ არაერთხელ გაუშუქებია. სპორტსმენი და მისი ცოლი, ანი ამაშუკელი, ჩვენი ჟურნალის მკითხველებს ყოველთვის სიამოვნებით უზიარებდნენ მნიშვნელოვან მოვლენებს. ამჯერად ანი „სარკესთან“ ყვება, როგორ მიიღო მისმა ქმარმა გადაწყვეტილება, საქართველოში სანაკრებო თამაში დაესრულებინა.

_ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს თამაში და ეს განცხადება გიორგის რამდენი უძილო ღამის და ნერვიულობის შედეგია. სექტემბრიდან მოყოლებული ამ თამაშსა და ამ დღეზე ფიქრობდა. მერე გავიგე, რომ თამაშის დღეს დილიდან გული სტკიოდა. ექიმსაც კი უთქვამს, ტუჩები გაქვს გალურჯებულიო…

გიორგი ძალიან ალალია. როდესაც წარმატების ზენიტშია ადამიანი, ამპარტავნება იპყრობს ხოლმე. ეს პირიქით უფრო და უფრო თავმდაბალია…

ამ 20 წლის განმავლობაში მან საქართველოს ნაკრებს თავი შესწირა და ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკრები წინ წასულიყო. ეს ყველაფერი არანორმალური შრომის ფასად დაუჯდა _ უამრავი ტრავმა, სტრესი, დროის უქონლობა, ნერვიულობა…

ვერ წარმოიდგენთ, გიორგის თითოეული სანაკრებო თამაში ჩემი ნერვული სისტემისთვის როგორი გადასატანი იყო!..

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში