
„სარკე“
ნინო მეუნარგია გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხზე“. ის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო ეკრანზე. დღეს კვლავ მედიის სამყაროშია _ „იმედის“ რადიოში მუშაობს. ნინოს ცხოვრებაში არაერთი გამოცდა იყო და ამ ყველაფერზე 55 წლის ჟურნალისტი „სარკეს“ უამბობს:
_ იმდენად განვადგურდი, რომ მორალურად და ფსიქოლოგიურად მოვკვდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ დეპრესიაში ყოფნის უფლება არ მქონდა და მალე გამოვცოცხლდი, ფეხზე დავდექი. მივხვდი, რომ დაჩის მიხედვა უნდოდა და დავიწყე მოქმედება… მამაკაცებს ძალიან უჭირთ ასეთი ამბის გადატანა. გიორგისაც გაუჭირდა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად გადავიტანეთ, ერთად დავძლიეთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ _ დაჩიკოს სახით მე სახლში ანგელოზი მყავს…
26 წლის ვიყავი, მეორედ რომ შევქმენი ოჯახი და უკვე 26 წელია, ერთად ვართ. გიორგი იმდენად ნამდვილი იყო, იმდენად ვაჟკაცური, რომ მოვიხიბლე. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემს შვილებზე…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
