ცუცა კაპანაძე: ,,უსაყვარლესი მეგრელა… კიდევ ერთი მსახიობი შეემატა ემიგრაციას”

ცუცა კაპანაძე: ,,უსაყვარლესი მეგრელა... კიდევ ერთი მსახიობი შეემატა ემიგრაციას"საქართველო კიდევ ერთმა ხელოვანმა დატოვა, ამჯერად მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი გაემგზავრა ემიგრაციაში, კერძოდ – აშშ-ში. ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა მსახიობმა, ცუცა კაპანაძემ დაწერა:

,,კიდევ ერთი უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი შეემატა ემიგრაციას, უსაყვარლესი მეგრელა. მაგრამ მწვანე ბარათით. წარმატებები, მეგრელ”.

კომენტარებში წერენ: ,,თან მინდა, მივულოცო და თან გული მტკივა, მსახიობებსაც რომ უწევთ ქვეყნიდან გაქცევა”, ,,ე, ბიჯოს, აქ დარჩით ვინმე. რა დავაშავეთ ცოტაოდენ პრაგმატულებმა”, ,,აქეთ დარჩა ვინმე? ნეტავ, როდის დაბრუნდებით, როდის იქნება შესაბამისი პირობები საქართველოში?”, ,,დაიცალა ეს ქვეყანა…”.