,,როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ” – რას ყვება დარია ნუცუბიძე

,,როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ" - რას ყვება დარია ნუცუბიძე,,პრაიმტაიმმა” ინტერვიუ ჩაწერა ახალგაზარდა დედასთან, დარია ნუცუბიძესთან, რომლის ფოტომაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფოტოზე ის თავის ჩვილ შვილთან ერთად არის გასული ,,გლოვოს” შეკვეთაზე.

-არ მინდა, გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ… იმ დროსაც, როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ… მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. მხოლოდ ამის მიღება შეგვიძლია. დანარჩენი რჩევები, რომ იქ წადი, უფრო კარგად იქნები, ამ ეტაპზე სხვაგან წასვლას არ ვაპირებთ, არ გვჭირდება.

მცხეთაში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ ხოლმე… მერიასაც მივმართეთ. იციან, რომ ოჯახი ერთად დავდივართ…. ადრე დალაგებებზე დავდიოდი, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებ, – ამბობს დარია ,,პრაიმტაიმთან”.