ნატო დუმბაძე: ,,გაოგნებული ვარ! მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები!”

ნატო დუმბაძე: ,,გაოგნებული ვარ! მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები!"მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე შეშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ, ბოდიშის მოხდის მიუხედავად, მსახიობი ბათუმის თეატრმა რეპერტუარიდან მოხსნა.
,,გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან, ეს რა უბედურებაა, მართლა რა ხდება?! ერთი უწყინარი ხუმრობის გამო თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომპარტიაა თუ რა ხდება? აჭარაზე და აჭარლებზე ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა, მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა, ბოდიშიც მოიხადა! თამარ მაყაშვილი – მიყვარხარ, ჩემო ოქრო, ეს ისტორიაში ჩაიწერება!” – წერს ნატო დუმბაძე.