,,მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და სოციალუ ქსელში წერს:,,როცა ყოველ ჯერზე ვფიქრობ, ამაზე დიდი სისულელე და უგუნურება რაღა უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ-მეთქი, სულ მაოცებს მისი იდიოტიზმის არა მასშტაბი (ისედაც კრებითი ,,ბღუჯა-ბღუჯა” კატეგორიაა), არამედ ხარისხი! ხარისხი იმ მავნებლობის – შენი ქვეყანა დაიკიდო, შენი ქვეყნის მოსახლეობა დაიკიდო, იცხოვრო საკუთარ ნაჭუჭში და არ გაღელვებდეს ხვალინდელი დღე.
მომიტევოს ყველამ მაგრამ…
ასე არაფერი გამოვა! კონსტრუქცია – არ მუშაობს, დიალოგი – ამოწურულია, შეთანხმება – ანულირებულია, კომისიები – ბუტაფორულია, სამართალი – გაბახებულია, პარლამენტი – უუნაროა და ხელისუფლება – ოლიგარქია!
რა ევროპა, რისი მედიაპლურალიზმი, თავს ვისულელებთ თუ მართლა სულელები ვართ?!
სულ არ მაინტერესებს, მონიტორინგის ქვეშ ვარ თუ ვინმე მხარეობას დამწამებს – ან ,,რევოლუცია უნდა“ იარლიყს მომაკერებს – ქვეყანა უნდა გადარჩეს!”

