უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს მიმართა:
-რუსო ჯარისკაცებო! თქვენ გაქვთ გადარჩენის შანსი. ჩვენმა თითქმის ორკვირიანმა წინააღმდეგობამ გაჩვენათ, რომ არ დავნებდებით, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სახლია, ჩვენი ოჯახები და ბავშვები არიან! ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და არ გადაგიხდით ყველა მოკლული ადამიანისთვის, ჩვენი მოკლული ბავშვებისთვის. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ უბრალოდ წახვალთ.
არ დაუჯეროთ თქვენ მეთაურებს, როდესაც ისინი გეუბნებიან, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი უკრაინაში. თქვენ აქ არაფერი გელით, გარდა ტყვეობისა და სიკვდილისა. თქვენ გვართმევთ ჩვენს სიცოცხლეს და სანაცვლოდ დატოვებთ თქვენსას. ჩვენ ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს მეთაურებს უკვე ყველაფერი ესმით. უნდა დასრულდეს ეს ომი. უნდა დავუბრუნდეთ მშვიდობას. წადით ჩვენი სახლებიდან, წადით თქვენთან.
მტრის ტანკები, ჯავშანმანქანები, საბრძოლო მასალა, ახლა იმუშავებს ჩვენს თავდაცვაზე, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ქვეყანის დასაცავად. რა შეიძლება იყოს უფრო დამამცირებელი ოკუპანტისთვის? მტერს მისივე იარაღით შევებრძოლებით, ჩვენს იარაღთან ერთად, რომელიც რუსულმა ჯარმა არც თუ ისე ცუდად შეიგრძნო. შეიგრძნო ისე, რომ სულ უფრო მეტი ჯარისკაცი და მეთაური უსვამს საკუთარ თავს ძალიან მარტივ კითხვას, რისთვის გაგზავნეს ისინი ამ უცხო მიწაზე, ამ ომში ? ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი, გარდა ერთი სიტყვისა – სიკვდილი.
