უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს, რუსეთის ბოიკოტირესკენ მოუწოდა.
-ჩვენ უკვე მე-12 დღეა ვიცავთ თავს. ჩვენ არასოდეს გვდომებია ეს ომი, მაგრამ ის ჩვენ მოგვიტანეს. არასოდეს გვიოცნებია მკვლელობაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან და ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ იმის გაძლება გვიწევს რაც ევროპის არც ერთ ხალხს არ უნახავს 80 წლის განმავლობაში და ჩვენს მიწაზე წყდება, გახდება თუ არა ვინმე ევროპაში მსგავსი აგრესიის მსხვერპლი.
თუ შემოჭრა გრძელდება და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავის გეგემებზე უარს არ ამბობს, ე.ი. საჭიროა სანქცირების პაკეტი. ახალი სანქციები, სანქციების ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მშვიდობისთვის, საჭიროა, რუსეთდან ექსპორტის ბოიკოტირება, ნაწილობრივ რუსეთის ნავთობსა და ნავთბპროდუქტებზე უარი. ამას შეიძლება ეწოდოს ემბარგო ან უბრალოდ მორალი – როცა ტერორისტს ფულის მიცემაზე უარს ეუბნები.
თუ ცივილური წესების დაცვა არ შეუძლიათ, არც საქონელი და მომსახურება არ უნდა მიიღონ. დაე, ომმა გამოკვებოს… თუ ვიღაც გონებას კარგავს, უნდა დაივიწყო შიში და კომერცია, უნდა დაიცვა თავი. სახელმწიფოებიცა და კომპანიებიც მორალურები უნდა იყვნენ. უნდა ებრძოლონ არაადამიანურ ძალას, რომელსაც თავად სურს კაცობრიობის განადგურება. უკრაინული არმიის წარმატება, უკრაინელი ხალხის ნება, საერთაშორისო სანქციების პრინციპოლობა – აი, მშვიდობისკენ გზა.
