ვიტალი კლიჩკო: ,,კიეველებო, მოემზადეთ, იკრძალება ქალაქში გადაადგილება”

ვიტალი კლიჩკო: ,,კიეველებო, მოემზადეთ, იკრძალება ქალაქში გადაადგილება"უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო თანამოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კიევში ორდღიანი კომენდანტის საათი ცხადდება.

-კიეველებო, მოემზადეთ, კომენდანტის საათი დაიწყება დღეს, 22 საათზე და 17 მარტს 07:00 საათზე დასრულდება. იქამდე კი იკრძალება ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე. განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, გარეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად გავიდნენ, – ამბობს მიმართვაში კლიჩკო.