უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულ სამხედრო ძალებში განხორციელდა გადაჯგუფება კიევზე შტურმის ორგანიზებისთვის.
გენერალური შტაბის მიერ დღეს, 8 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აპირებენ კიევზე შეტევისთვის გამოიყენონ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები: რუსეთის ეროვნული გვარდიის, რამზან კადიროვის სახელობის გროზნოს სპეციალური პოლკი, კემეროვოს და მოსკოვის სპეცდანიშნულების რაზმები და კერძო სამხედრო კომპანია „ლიგა“ (ყოფილი ,,ვაგნერი”).
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები კიევის გარშემო შეტევას განაგრძობენ ავიაციის მხარდაჭერით და სარაკეტო დარტყმებით.
რადიო თავისუფლება
