უკრაინელი ოპერატორი დაიღუპა – ,,მის ოჯახს ვერ ვატყობინებთ, ბინა ცარიელია”

უკრაინელი ოპერატორი დაიღუპა - ,,მის ოჯახს ვერ ვატყობინებთ, ბინა ცარიელია"უკრაინელი ოპერატორი რუსეთის მიერ კიევში სატელევიზიო ანძის დაბომბვას შეეწირა – ამის შესახებ ,,ამერიკის ხმა” იუწყება. ადგილზე მისულმა პოლიციამ დაღუპულებიდან ერთ-ერთს პრესის საიდენტიფიკაციო ბარათი უპოვა. ევჰენი საკუნი უკრაინის ეროვნულ ტელევიზიაში მუშაობდა. ის 49 წლის იყო.

-ჩვენი წამყვანი ოთხი მედიაჯგუფი გაერთიანდა და ერთობლივად ვმუშაობთ. ყველა ერთად ვაშუქებთ. აქ ერთი არხის, რედაქციის, ჟურნალისტის ამბავი აღარაა, ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ მაყურებელს ფაქტებზე დაფუძნებული მასალა მივაწოდოთ. არ ვიცით, იმ დროს ანძასთან რატომ იყო. ევჰენის ოჯახს ვერ ვუკავშირდებით, ბინა ცარიელია. ომის გამო სახლ-კარი ბევრმა დატოვა. იმედია, ცოცხლები არიან, – ამბობს ,,ამერიკის ხმასთან” ,,ლაივ-ნიუზის” წარმომადგენელი, მიკოლა კორჩაგა.