უკრაინაში დაბომბეს მეჩეთი, სადაც ბავშვები და თურქეთის მოქალაქეები აფარებდნენ თავს

უკრაინაში დაბომბეს მეჩეთი, სადაც ბავშვები და თურქეთის მოქალაქეები აფარებდნენ თავსრუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მათივე თქმით, მეჩეთს 80 ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს, იყვნენ თურქეთის მოქალაქეებიც:

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სულთან სულეიმანისა და მისი ცოლის ჰიურემ სულთანის სასახლე. 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და თურქეთის მოქალაქეები აფარებდნენ თავს მეჩეთს“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.