,,ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა” – ერდოღანმა და პუტინმა ერთი საათი ილაპარაკეს

,,ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა" - ერდოღანმა და პუტინმა ერთი საათი ილაპარაკეს,,როიტერის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანს და პუტინს შორის საუბარი ერთი საათი გაგრძელდა. ანკარამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.

,,ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა არა მარტო შეამსუბუქებს ჰუმანიტარულ ვითარებას რეგიონში, არამედ იძლევა პოლიტიკური რეზოლუციის გამონახვის შანსს. ერდოღანმა ხაზი გაუსვა სასწრაფო ნაბიჯების აუცილებლობას ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საქმეში”, – წერია განცხადებაში.