უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბროვარსკის რაიონში „კოკა-კოლის” ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს.
„დაზიანებულია კოგენერაციის სადგური – მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც მუშაობს ელექტრო და თერმული ენერგიის კომბინირებული წარმოების მეთოდის მიხედვით ან ტექნოლოგიური პროცესების ნარჩენი ენერგიის პოტენციალის ელექტრო და თერმულ ენერგიად გარდაქმნას“, – წერს „ტელეგრამის“ არხზე გერაშჩენკო.
რადიო თავისუფლება
