კრემლის პროპაგანდისტი საქართველოში, ვალერი კვარაცხელია ტელეკომპანია ,,ობიექტივში” უკრაინელებს ფაშისტებს ეძახის, რუსების გაჩაღებულ უსასტიკეს ომს – ოპერაციას და რუსულ ოცნებას იმეორებს უკრაინის სახელმწიფოს გაუქმების შესახებ.
-რა თქმა უნდა, რუსეთი უკრაინაში ამ სამხედრო ოპერაციას მიიყვანს ბოლომდე, განთავისუფლებული უკრაინელი ხალხი ჩაეხუტება რუსეთს, იმიტომ, რომ ეს ერთი ხალხია.
რუსეთ-ბელარუსის ხელშეკრულება გადაიქცევა რუსეთ-ბელარუს-უკრაინის სამოკავშირეო სახელმწიფოდ და უკრაინელები მიუბრუნდებიან იმ ქართველებს, რომლებიც უკრაინულ ფაშიზმს უჭერენ მხარს და ეტყვიან, რას გვერჩოდით. როცა ჩვენი განმათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყო, ესენი ფარად გვიყენებდნენ, დერეფანს არ გვიკეთებდნენ, გამოსვლის საშუალებას არ გვაძლევდნენო, – ამბობს კვარაცხელია ,,ობიექტივის” ეთერში.