რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე ,,Z”, ,,X” ,,A”, ,,V”, ,,O”

რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე ,,Z", ,,X" ,,A", ,,V", ,,O"უკრაინაში მყოფ რუსულ საბრძოლო და სატვირთო ტექნიკაზე სხვადასხვა ლათინური ასოა გამოსახული.
უკრაინის თავდაცვის საიმინისტრო განმარტავს, თუ რას ნიშნავს „Z“ „V“ „X“ და სხვა სიმბოლოები, რომლებიც რუსულ ტექნიკაზეა დატანილი.

Z – რუსეთის აღმოსავლეთ ძალები;

Z კვადრატში – რუსეთის ჯარები, რომლებიც განთავსებულია ყირიმში;

O – ბელარუსში დისლოცირებული ჯარები;

V – საზღვაო ქვეითები;

X – კადიროველები;

A – სპეციალური დანიშნულების რაზმები;

რუსეთი და უკრაინა პრაქტიკულად მსგავს საბრძოლო ტექნიკას იყენებენ.

ტექნიკაზე სიმბოლოების დატანა შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით აიხსნებოდეს, მათ შორის, საკუთარი ტექნიკის იდენტიფიკაციისთვის და ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ თავიდან აცილების მიზნით.

ნეტგაზეთი