პუტინის გენერალი ხარკოვთან მოკლეს

პუტინის გენერალი ხარკოვთან მოკლესგენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ხარკოვთან მოკლეს. ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება.

„მორიგი დანაკარგი ოკუპანტი ქვეყნის უმაღლეს სამეთაურო შტაბში. ხარკოვთან ახლოს გამართულ ბრძოლაში ლიკვიდირებულია გერასიმოვი – რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო..

ვიტალი გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომსა და სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში. დაჯილდოებული იყო მედლით „ყირიმის დაბრუნებისთვის”.