,,პუბლიკა” რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „ანტიკორუფციულ ბრძანებას“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების უკანონო შემოსავლების კონფისკაცია მოხდება.
ბრძანების მიხედვით, თუ საჯარო მოხელის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ოფიციალურად მიღებულ შემოსავალს 10 ათასი რუბლით აღემატება და ის ვერ დაამტკიცებს, რომ თანხა ლეგალური გზით მოიპოვა, მას სასამართლოს ძალით მოუწევს ფული ბიუჯეტში გადარიცხოს. საჯარო მოხელეების, ასევე მათი ოჯახის წევრების, მათ შორის, შვილების საბანკო ანგარიშებს პროკურატურა შეამოწმებს.
