ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს14 მარტს რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს ჩერნიგოვის ტექნიკური უნივერისტეტი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა, ასევე  ბაზარი. უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად, ქალაქ ჩერნიგოვში 10 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა 14 მარტს, გოსტომელიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტოკოლონას – 4 ავტობუს და მსუბუქი ავტომობილს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ავტომანქანაში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ქმარი კი დაიჭრა. დაჭრილია ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლიც.