ხათუნა საგინაშვილი: ,,ზელენსკიმ უნდა მიიღოს მოსკოვის პირობები, უკრაინელებს არ უნდათ ნატო”

ხათუნა საგინაშვილი: ,,ზელენსკიმ უნდა მიიღოს მოსკოვის პირობები, უკრაინელებს არ უნდათ ნატო"„რია ნოვოსტი“ ავრცელებს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ძებნილის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: ,,პირადად თქვენ ხართ ვალდებული, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამას თქვენგან ელოდებიან უკრაინაში, დონბასში და რუსეთში”.

იანუკოვიჩი, რომელიც დონბასს დამოუკიდებელი სახელმწიფოების გვერდით მოიხსენიებს, ზელენსკის კაპიტულაციისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ქართულ სოციალურ ქსელებში ზოგიერთის მიერ დაწერილ პოსტებს.

ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში ზელენსკიზე წერს: ,,ეს არ იქნება კაპიტულაცია, არამედ ერთადერთი გონივრული, სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება: ზელენსკიმ უნდა მიიღოს მოსკოვის პირობები, მით უმეტეს, უკრაინელი ერის დაკვეთა არ არის ნატო; უნდა შეწყვიტოს ომი და ნგრევა, ქვეყანა და ერი გადაარჩინოს ბოლომდე განადგურებას, მსოფლიო კი – მსოფლიო ომს; წინააღმდეგ შემთხვევაში ის გლობალისტების სრული მარიონეტი იქნება”.

split.spnews-ში კი ხათუნა საგინაშვილი წერს: ,,რაში ვხედავ გამოსავალს?  დასავლეთმა უნდა დაუთმოს გავლენის სფეროების ნაწილი რუსეთს – სლავები, უპირველესად კი – უკრაინა… ფაქტია – პუტინს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, ყველაფერზე წამსვლელია, თავად ბირთვულ ღილაკზე ხელის დაჭერის ჩათვლით;
მით უფრო უკრაინას არც ისე ესაქმებოდა არაფერი ნატოში – დარწმუნებული ვარ, უკრაინელების უმრავლესობას საკუთარ რუსებთან ერთობა ერჩივნათ ,,ნატო, ნატოს ძახილს”, რამაც კატასტროფამდე მიიყვანა – ამ ძახილზე მხოლოდ გაყიდული პოლიტიკოსები ითბობენ ხელს…
დასავლეთს თუ შეგნებულად არ აქვს განზრახული, დაანთოს მსოფლიო ომის ცეცხლი პლანეტაზე, რაღაც დაუთმოს გამძვინვარებულ, დაჭრილ მხეცს, მით უფრო რუსების თქმით, გერმანიის გაერთიანებას ისინი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა…სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, მაგრამ და არამც და არამც სულგაყიდულ პოლიტკოსებს”.